logo_geo
eng_logo
პრეზიდენტი: მადლობები არ მჭირდება, მადლობა არის ხალხის განწყობა, ხალხის მიზანმიმართულება და ერთად ყოფნა
- +

15 დეკემბერი. 2023. 20:03

"მადლობები არ მჭირდება, მადლობა არის ხალხის განწყობა, ხალხის მიზანმიმართულება და ერთად ყოფნა," - ასე გამოეხმაურა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იმას, რომ მას თავისუფლების მოედანზე გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მიეცა.

 

 

მე ვიტყოდი ერთ რამეს, მადლობები არ მჭირდება, მადლობა არის ხალხის განწყობა, ხალხის მიზანმიმართულება და ერთად ყოფნა, ეს იქნება ჩვენთვის, ყველასთვის ბევრად მეტი, ვიდრე ერთმანეთში გაცვლილი მადლობები.....

 

 

[ტრიბუნაზე გამოსვლის საშუალების არ მიცემა] არც მწყინს, არც მიხარია....მე მიხარია, ის, რაც აქ, ხალხში ხდება. ამ სიხარულს ვერავინ შემიცვლის ვერაფრით, ამიტომ ყველას კიდევ ერთხელ, გილოცავთ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner