logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: მრავალმა თაობამ ნაბიჯ-ნაბიჯ, შრომით, რუდუნებით და დიდი მოთმინებით ვიარეთ ამ დღისკენ, ვიარეთ რწმენით და ღრმა შეგნებით, რომ აუცილებლად დავბრუნდებოდით ისტორიულ წიაღში
- +

15 დეკემბერი. 2023. 20:04

"მრავალმა თაობამ ნაბიჯ-ნაბიჯ, შრომით, რუდუნებით და დიდი მოთმინებით ვიარეთ ამ დღისკენ, ვიარეთ რწმენით და ღრმა შეგნებით, რომ აუცილებლად დავბრუნდებოდით ისტორიულ წიაღში," - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა თავისუფლების მოედანზე განაცხადა, სადაც პრემიერის ინიციატივით ღონისძიება „ღირსებით ევროპისკენ“ იმართება.

 

 

„მრავალ გამარჯვებათა შორის, რომელიც ჩვენს სამშობლოს მოუპოვებია, დღევანდელი წარმატება ერთ-ერთი გარდამტეხია საქართველოს ისტორიის უგრძელეს გზაზე. ეს ვიცით თითოეულმა ქართველმა. ვიცით, რადგან ევროპა ჩვენთვის არც უბრალო გეოგრაფიაა და არც მხოლოდ პოლიტიკური ერთობა, ეს არის ჩვენი მსოფლმხედველობა, სულიერება და ბუნებრივი მდგომარეობა“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner