მოკლული გურამ შარაძის შვილი რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ გოგა ხაინდრავას ფილმში გურამ შარაძის მკვლელობა არ არის გადაღებული, რადგან საქმე პროკურატურაში აქტიურ ძიებაშია.
„ბევრი მეკითხება და განვმარტავ: გოგას ფილმში მამაჩემის მკვლელობა არ არის გადაღებული და ამის მიზეზი მარტივია - ამჟამად, საქმე პროკურატურაში აქტიურ ძიებაშია.
გოგას ფილმი რომ ჟურნალისტური გამოძიება იყოს, ჰო, მაგრამ ამ შემთხვევაში, ჩემი ვერსია ვერ დაიდებოდა. მე ვიქნებოდი, პირველ რიგში, წინააღმდეგი, რადგან სანამ გამოძიებით არ დადასტურდება ყველაფერი, იქნებ, რამე დეტალში ვცდები და ხალხს რატომ უნდა დაამახსოვრდეს დამახინჯებულად?! ამ ფილმში ხომ ყველაფერი ოფიციალურად დადასტურებულია, უბრალოდ, ინსცენირებულია მსახიობების მიერ. ასე რომ, ამაში გასაკვირი და მითუმეტეს, საწყენი არაფერია. მე თქვენ გპირდებით, რომ გურამ შარაძის მკვლელობაზე (ცხოვრება-მოღვაწეობაზე რომ არაფერი ვთქვა) არაერთ ფილმს გადაიღებენ და პირველი, ვინც ამას გააკეთებს, მე ვიქნები", - წერს რუსუდან შარაძე.