"როდესაც გადაწყვეტილება მივიღეთ, ძალიან მოკლე სატელეფონო საუბრები მქონდა ვოლოდიმირ ზელენსკისთან, მაია სანდუსთან, სალომე ზურაბიშვილთან და ირაკლი ღარიბაშვილთან, ეს ჩემთვის ალბათ ყველაზე ემოციური მომენტი იყო, რადგან ამ დროს მე მოლაპარაკებების მაგიდასთან მყოფი ყველა კოლეგის სახელით ვამბობდი, რომ ჩვენ ეს გავაკეთეთ," - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა.
„ჩვენ გადავდგით ნაბიჯი პერსპექტივის გასახსნელად, რაც არის ფუნდამენტური ცვლილება, რადგან ეს შეცვლის ევროკავშირს მომავალ წლებში და მომავალ ათწლეულებში, თუმცა ეს ასევე შეცვლის იმ ქვეყნების რეალობას, რომლებსაც ეს საკითხი ეხება. ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, პირველი გზავნილია - გილოცავთ, ჩვენ ნამდვილად მოხარულები ვართ, რომ შევძელით ამ გადაწყვეტილების მიღება. მეორე გზავნილია - ახლა მოდით ყველა ჩვენგანმა სწრაფად ვიმუშაოთ, გადავდგათ აუცილებელი ნაბიჯები და შევასრულოთ რეფორმები, მოდით, გავხადოთ ევროკავშირი უფრო წარმატებული და გავიზიაროთ საერთო ღირებულებები ევროპულ კონტინენტზე“, - აღნიშნა შარლ მიშელმა.