logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ სამხარაძე ფინეთის ელჩს შეხვდა
- +

15 დეკემბერი. 2023. 20:10

"საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოში ფინეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, კირსტი ნარინენს შეხვდა," - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 



მათივე ცნობით, ფინეთის ელჩმა ნიკოლოზ სამხარაძეს მიულოცა კანდიდატის სტატუსის მიღება და სრული მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე.

 



საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ელჩს 2024 წლის გეგმები და ევროკომისიის 9 რეკომენდაციის შესასრულებლად დაგეგმილი ნაბიჯები გააცნო.

 

 

მხარეებმა ისაუბრეს ფინეთსა და საქართველოს შორის არსებულ ურთიერთობებზე, ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო დონეზე ურთიერთობების განმტკიცებასა და ვიზიტების გააქტიურებაზე.

 



შეხვედრაზე განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესია, სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული ვითარება და ამ კონტექსტში საქართველოს მნიშვნელოვანი როლი“, - აღნიშნულია განვრცელებულ ინფორმაციაში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner