"ამ გადაწყვეტილებით საქართველოს აქვს გარანტირებულად იმის პოლიტიკური პირობა, რომ აუცილებლად გახდება ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი," - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა თავისუფლების მოედანზე, ჟურნალისტებს განუცხადა.
„ეს არის შედეგი იმ მუხლჩაუხრელი და დიდი შრომის, რომელიც ჩვენი ხალხის ინტერესების შესაბამისად ჩვენმა ხელისუფლებამ გასწია. ეს იყო ძალიან შრომატევადი, მაგრამ მნიშვნელოვანი საქმე, რომელმაც კონკრეტული შედეგი მოიტანა“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.