logo_geo
eng_logo
ილია დარჩიაშვილი კანდიდატის სტატუსზე: ეს არის იმ მუხლჩაუხრელი და დიდი შრომის შედეგი, რომელიც ჩვენი ხალხის ინტერესების შესაბამისად ჩვენმა ხელისუფლებამ გასწია
- +

15 დეკემბერი. 2023. 20:53

"ამ გადაწყვეტილებით საქართველოს აქვს გარანტირებულად იმის პოლიტიკური პირობა, რომ აუცილებლად გახდება ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი," - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა თავისუფლების მოედანზე, ჟურნალისტებს განუცხადა.

 

 

ეს არის შედეგი იმ მუხლჩაუხრელი და დიდი შრომის, რომელიც ჩვენი ხალხის ინტერესების შესაბამისად ჩვენმა ხელისუფლებამ გასწია. ეს იყო ძალიან შრომატევადი, მაგრამ მნიშვნელოვანი საქმე, რომელმაც კონკრეტული შედეგი მოიტანა“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner