თავისუფლების მოედანზე მყოფ სალომე ზურაბიშვილთან სულხან მოლაშვილის და ბუტა რობაქიძის ოჯახის წევრები მივიდნენ.
თორნიკე მოლაშვილმა და ია მეტრეველმა სთხოვეს საქართველოს პრეზიდენტს, მიეცა მათთვის პირობა, რომ არ შეიწყალებს მიხეილ სააკაშვილს, თუმცა ექსპრეზიდენტთან დაკავშირებულ კითხვებს სალომე ზურაბიშვილმა არ უპასუხა და მხოლოდ ის თქვა, რომ მისი პოზიცია საზოგადოებისთვის ცნობილია.
„ამ თემაზე მე უკვე ყველაფერი ნათქვამი მაქვს“, - აღნიშნა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ახლა სააკაშვილის დრო არაა.