"ღირსეულო და ამაყო ქართველებო, ყველას გილოცავთ გუშინდელ დღეს. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს შეგვიძლია ვიამაყოთ ჩვენი ერით, ჩვენი იდენტობით, ჩვენი სამშობლოთი - ჩვენი მთავარი ოცნება აუცილებლად ასრულდება," - ამის შესახებ მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ დედაქალაქის ცენტრალური ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე განაცხადა.
„გუშინ ისეთი დღე იყო, შეუძლებელია არ ასრულდეს საქართველოს, ქართველი ხალხის ოცნება ევროპული მომავლის, ჩვენი ქვეყნის გაერთიანების, ღირსეული წინსვლის, განვითარების, შერიგებისა და საბოლოო ჯამში მომავალი თაობის ბედნიერების შესახებ“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.