logo_geo
eng_logo
„ქართული ოცნება“ NATO-ში ინტეგრაციის დასაჩქარებლად რეფორმების გატარებას გეგმავს
- +

12 სექტემბერი. 2016. 15:18



პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" საარჩევნო პროგრამა წარმოადგინა, რომლის ერთ-ერთი პუნქტი NATO-ში გაწევრიანების დასაჩქარებლად გასატარებელ რეფორმებს ეხება.

 

ალიანსში ინტეგრაციის დაჩქარების მიზნით:

 

- არსებული პრაქტიკული ინსტრუმენტების გამოყენებით მოვემზადებით NATO-ს წევრობისთვის;

 

- გაგრძელდება NATO-საქართველოს „არსებითი პაკეტის" ეფექტიანი განხორციელება, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებასა და NATO-სთან თავსებადობის ზრდას;

 

- გაგრძელდება NATO-საქართველოს კომისიის ფორმატში ალიანსთან აქტიური თანამშრომლობა;

 

- წარმატებით გაგრძელდება წლიური ეროვნული პროგრამების განხორციელება;

 

- საქართველო კვლავ იქნება ალიანსის მნიშვნელოვანი პარტნიორი საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში;

 

- 2017 წელს საქართველოში გაიმართება NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა", - ნათქვამია „ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამაში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner