პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" საარჩევნო პროგრამა წარმოადგინა, რომლის ერთ-ერთი პუნქტი NATO-ში გაწევრიანების დასაჩქარებლად გასატარებელ რეფორმებს ეხება.
ალიანსში ინტეგრაციის დაჩქარების მიზნით:
- არსებული პრაქტიკული ინსტრუმენტების გამოყენებით მოვემზადებით NATO-ს წევრობისთვის;
- გაგრძელდება NATO-საქართველოს „არსებითი პაკეტის" ეფექტიანი განხორციელება, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებასა და NATO-სთან თავსებადობის ზრდას;
- გაგრძელდება NATO-საქართველოს კომისიის ფორმატში ალიანსთან აქტიური თანამშრომლობა;
- წარმატებით გაგრძელდება წლიური ეროვნული პროგრამების განხორციელება;
- საქართველო კვლავ იქნება ალიანსის მნიშვნელოვანი პარტნიორი საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში;
- 2017 წელს საქართველოში გაიმართება NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა", - ნათქვამია „ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამაში.