logo_geo
eng_logo
აშშ-ის კონგრესმა კანონი დაამტკიცა, რომელიც პრეზიდენტს საშუალებას არ აძლევს ქვეყანა ნატოდან სენატის ან წარმომადგენელთა პალატის თანხმობის გარეშე გაიყვანოს
- +

15 დეკემბერი. 2023. 23:47

აშშ-ის კონგრესმა კანონი დაამტკიცა, რომელიც პრეზიდენტს საშუალებას არ აძლევს ქვეყანა ნატოდან სენატის ან წარმომადგენელთა პალატის თანხმობის გარეშე გაიყვანოს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Hill-ი ავრცელებს.

 

 

აღნიშნული ზომა, რომელიც "დემოკრატმა" და "რესპუბლიკელმა" სენატორებმა, ტიმ კეინმა და მარკო რუბიომ წარადგინეს, ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის ყოველწლიურ აქტში მოხვდა, რომელიც კონგრესმა ხუთშაბათს მიიღო.

 

 

"ნატო რჩება ძლიერად უკრაინაში პუტინის ომისა და მთელ მსოფლიოში მზარდი გამოწვევების საპასუხოდ", - აღნიშნა სენატორმა კეინმა.

 

 

მისი თქმით, აღნიშნული კანონი კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის მხარდაჭერას ალიანსის მიმართ, რომელიც ფუნდამენტურია ამერიკის ეროვნული უსაფრთხოებისთვის და ასევე უგზავნის ძლიერ სიგნალს ავტორიტარულ რეჟიმებს მთელ მსოფლიოში, რომ თავისუფალი სამყარო რჩება ერთიანი.

 

 

სენატორმა რუბიომ განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია კონგრესის მხრიდან ზედამხედველობისთვის.

right_banner right_banner
არქივი
right_banner