logo_geo
eng_logo
ურსულა ფონ დერ ლაიენი: უახლოეს დღეებში ევროკომისია უკრაინას 1.5 მილიარდი ევროს მაკროფინანსურ დახმარებას გამოუყოფს
- +

15 დეკემბერი. 2023. 23:53

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში ევროკომისია უკრაინას 1.5 მილიარდი ევროს მაკროფინანსურ დახმარებას გამოუყოფს.

 

 

მან აღნიშნა, რომ უკრაინის დასაფინანსებლად სამუშაოები მიმდინარეობს, კერძოდ, ეს ეხება თითოეული ტრანშის გადაცემას.

 

 

"უახლოეს დღეებში ჩვენ გადავრიცხავთ ბოლო ტრანშს [1.5 მილიარდი ევრო], რომელიც ამ წელს არის გათვალისწინებული უკრაინისთვის და შეთანხმებული იყო 2023 წლისთვის მაკროფინანსური დახმარების პაკეტის ფარგლებში", - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner