უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება დარწმუნებულია, რომ აშშ დაამტკიცებს ახალ დამატებით დახმარებას უკრაინისათვის.
"აშშ-ში უკრაინის მხარდაჭერის მიზანშეწონილობის შესახებ დებატები შეწყდა. ასეთი დისკუსია არ არის. საუბარია მხოლოდ შეერთებულ შტატებსა და მექსიკას შორის საზღვრების შესახებ. ანუ, ორპარტიული დისკუსიის ფარგლებში "დემოკრატებსა" და "რესპუბლიკელებს" შორის უკრაინასა და ისრაელთან დაკავშირებით შეთანხმება არსებობს. ისინი ახლა საუბრობენ მხოლოდ საზღვრების შესახებ", - აღნიშნა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა დასძინა, რომ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტი ვაშინგტონში ძალიან დროული იყო უკრაინის დამატებითი მხარდაჭერის შესახებ მომავალი გადაწყვეტილების მისაღებად.