logo_geo
eng_logo
გიორგი მღებრიშვილი: დესტაბილიზაციის ნებისმიერ მცდელობას ადეკვატური პასუხი გაეცემა
- +

12 სექტემბერი. 2016. 15:19



საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ტელეკომპანია „იმედის" პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ დესტაბილიზაციის ნებისმიერ მცდელობას ადეკვატური პასუხი გაეცემა.



ჩვენ უნდა შევძლოთ არჩევნების სამართლიან, მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარება. ყველამ მოისმინა პრემიერის დავალება, რომელიც ჩვენი მისამართით მოდიოდა. ორი დღის წინ მე გამოვეცი ბრძანება, რომელიც ერთგვარი ინსტრუქციაა, თუ როგორ უნდა იმოქმედონ პოლიციელებმა არჩევნების პერიოდში. ეს ბრძანება კონკრეტულად განსაზღვრავს პოლიციელების ფუნქციებს. დესტაბილიზაციის ნებისმიერ მცდელობას ადეკვატური პასუხი გაეცემა. ჩვენ არ დავუშვებთ იმას, რომ რაიმე სახის შეხლა-შემოხლას ჰქონდეს ადგილი. ჩვენ ამის მწარე გაკვეთილები უკვე გვაქვს და მაქსიმალურად მობილიზებულები ვართ.

ჩვენ გაგვაჩნია საკმარისი ძალა და რესურსი იმისთვის, რომ ეს არჩევნები ჩავატაროთ მშვიდ ვითარებაში. უწყებათაშორის კომისიაზე ჩვენ ოპოზიციურ პარტიებს ისიც კი შევთავაზეთ, მოგვაწოდონ მოსახლეობასთან შეხვედრების გრაფიკი, რათა ჩვენ ვიდგეთ შორიახლოს მათთან და არ დავუშვათ არანაირი სახის პროვოცირება ნებისმიერი პარტიის თუ კერძო ინდივიდების მხრიდან", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner