logo_geo
eng_logo
შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ ქვემო ქართლის ახალი ობიექტის მშენებლობის ხელშეკრულება გააფორმა
- +

16 დეკემბერი. 2023. 15:17

 

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასა“ და თურქულ კომპანია „Atlas Insaat“-ს  შორის ქვემო ქართლში ევროსტანდარტების შესაბამისი ახალი რეგიონული  არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტისა და მასთან მისასვლელი გზის მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა.

 

ხელშეკრულების ხელმოწერას ესწრებოდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და პროექტის განამახორციელებელი საკონსულტაციო კომპანიის წარმომადგენლები.

 

ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების პროექტი ხორციელდება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით. ახალი ობიექტი მოემსახურება ქვემო ქართლის 5 მუნიციპალიტეტს: თეთრიწყარო, მარნეული, წალკა, ბოლნისი და დმანისი.

 

ახალი ობიექტის ექსპლუატაციაში შესვლა 2025 წლიდან არის დაგეგმილი, რის შედეგადაც რეგიონში დაინერგება ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner