logo_geo
eng_logo
გიორგი მღებრიშვილი: ჩვენ კრიმინალს მხოლოდ და მხოლოდ კანონის ფარგლებში ვებრძვით
- +

12 სექტემბერი. 2016. 15:20




გადაცემა „იმედის დროში" შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პოლიციელები ბრალდებულებს იარაღს უდებენ, სიცრუე უწოდა და განაცხადა, რომ  პოლიცია დადგენილი წესებით მოქმედებს და ბრალდებულებისა და მათი ოჯახების მიერ პოლიციის მიმართ ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება.



„როდესაც ჩვენთან შემოდის ინფორმაცია, რომ პირი გადაადგილდება ცეცხლსასროლი იარაღით და მას უკანონოდ ატარებს, ჩვენ ამაზე რეაგირება არ უნდა გავაკეთოთ? მე არ მესმის იმ აჟიოტაჟის, რომელიც ამ ბოლო დროს ატყდა.

 

სრული აბსურდი და ლოგიკას მოკლებულია ის, რომ პოლიციელები ვინმეს იარაღს უდებენ, ეს ჩვენი სტილი არ არის. ბრალდებები, რომელიც დამნაშავეების მიერ და მათი ოჯახებისგან ვრცელდება, სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენ კრიმინალს მხოლოდ და მხოლოდ კანონის ფარგლებში ვებრძვით.

 

ხშირ შემთხვევაში პოლიციას არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმა უწევს. ამაში არც იარაღის  და არც ნარკოტიკების ჩადებას არ ვგულისხმობ, ჩვენ ვმოქმედებთ კანონის ფარგლებში, დადგენილი წესებით და წესების გარეშე არ ვებრძვით კრიმინალს", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner