logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი კანდიდატის სტატუსზე: ეს იყო ისტორიული გადაწყვეტილება, რომელთანაც ჩვენი შრომით, ბრძოლითა და წინაპრების დამსახურებით მივედით
- +

16 დეკემბერი. 2023. 18:34

 

 

„ეს იყო ისტორიული გადაწყვეტილება, რომელთანაც ჩვენი შრომით, ბრძოლითა და წინაპრების დამსახურებით მივედით“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.

 

მისი თქმით, ევროკავშირის წევრობამდე საქართველოს დიდი გზა აქვს გასავლელი.

 

„ევროკავშირმა მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ საქართველო იქნება ევროკავშირის წევრი, თუმცა წევრობამდე ჯერ კიდევ შორი გზაა და ბევრი შრომაა გასაწევი.

 

ჩვენ გვაქვს დრო იმისთვის, რომ ყველა იმ რეკომენდაციაზე ვიმუშაოთ, რომელიც ევროკომისიამ დასახა“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner