კასპში საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო.
ბავშვებისთვის მხიარული განწყობის შესაქმნელად სპეციალურად ზღაპრის გმირები და ანიმატორები იყვნენ მოწვეულები.
კასპი წელს განსაკუთრებით ხვდება ახალ 2024 წელს, მიმდინარეობს ქალაქის საახალწლო განათებებით მორთვა, პრემიერის გადაწყვეტილებით, ქალაქს საახალწლო ილუმინაციებიც გადაეცა, კასპში დაგეგმილია გრანდიოზული კონცერტიც.
ღონისძიებაზე შეკრებილ ადგილობრივებს კასპის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ მაისურაძე მიესალმა და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა. როგორც მერმა აღნიშნა, ქალაქის მორთვა ჯერ კიდევ მიმდინარეობს და საახალწლოდ კიდევ უფრო მეტად გალამაზდება.