logo_geo
eng_logo
მაკა ბოჭორიშვილი კანდიდატის სტატუსზე: ყველა ლიდერის სახელი, რომელმაც ეს გადაწყვეტილება მიიღო, ჩვენს ისტორიაში აუცილებლად დარჩება
- +

16 დეკემბერი. 2023. 20:58

 

 

ყველა იმ ლიდერის სახელი, რომელმაც ეს გადაწყვეტილება მიიღო, ჩვენს ისტორიაში აუცილებლად დარჩება, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკაში“ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საუბრისას განაცხადა.

 

„ამ გადაწყვეტილებამ ჩვენი ქვეყნისთვის გახსნა ნანატრი ევროპული პერსპექტივა და ევროკავშირისთვის გახსნა აბსოლუტურად ახალი გეოპოლიტიკური რეალობა. სამხრეთ კავკასიაში ყოფნა ევროპისთვის ახლა იწყება და ეს ადამიანები მართლაც ისტორიული გადაწყვეტილების მონაწილენი არიან, რამაც უნდა შეცვალოს ევროპის მომავალიც“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

 

ევროპულმა საბჭომ 14 დეკემბერს საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner