„ყველა იმ ლიდერის სახელი, რომელმაც ეს გადაწყვეტილება მიიღო, ჩვენს ისტორიაში აუცილებლად დარჩება“, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკაში“ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საუბრისას განაცხადა.
„ამ გადაწყვეტილებამ ჩვენი ქვეყნისთვის გახსნა ნანატრი ევროპული პერსპექტივა და ევროკავშირისთვის გახსნა აბსოლუტურად ახალი გეოპოლიტიკური რეალობა. სამხრეთ კავკასიაში ყოფნა ევროპისთვის ახლა იწყება და ეს ადამიანები მართლაც ისტორიული გადაწყვეტილების მონაწილენი არიან, რამაც უნდა შეცვალოს ევროპის მომავალიც“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
ევროპულმა საბჭომ 14 დეკემბერს საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.