logo_geo
eng_logo
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები ამ ისტორიულ მომენტს ვერ აცნობიერებდნენ
- +

16 დეკემბერი. 2023. 21:01

 

 

ურსულა ფონ დერ ლაიენმაც ახსენა, რომ ერთად უნდა ვაშენოთ ევროპის მომავალი და ძალიან ხშირად კეთდება აქცენტი იმაზე, რომ ევროკავშირიც უნდა მოემზადოს ამისთვის - ევროკავშირსაც სჭირდება რეფორმა, გარდაქმნა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

„შეიძლება ითქვას, რომ შემდეგი ათწლეული ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ერთიანი ევროპისთვის. ამიტომ იყო ჩემთვის მტკივნეული, რომ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები ამ ისტორიულ მომენტს ვერ აცნობიერებდნენ. ისეთ ნარატივს უშვებდნენ და აგზავნიდნენ ქვეყნის გარეთ, რომელიც ისე აზიანებდა სახელმწიფო ინტერესებს, რომ ამ ისტორიული მომენტის ხელიდან გაშვების რისკი არსებობდა.

 

თუკი ჩვენ ვსაუბრობთ ევროკავშირზე, როგორც გეოპოლიტიკურ მოთამაშეზე, მაშინ გეოპოლიტიკურ რეალობებს უნდა გაუმკლავდე. საქართველოდან თითქოს იშლება გეოგრაფიული არეალი. ევროკავშირმა დაინახა, თუ ჩვენს რეგიონში - საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში არ იქნება მშვიდობა, სტაბილურობის განვითარება, სხვანაირად ევროპაც ვერ იქნება მშვიდად. ყველა არეულობა, ომი, გაჭირვება აუცილებლად ახდენს გავლენას ევროკავშირზე“, -აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner