logo_geo
eng_logo
უნგრეთი ბულგარეთს დაემუქრა, რომ ვეტოს დაადებს ბულგარეთის შენგენში შესვლას
- +

16 დეკემბერი. 2023. 21:13

 

 

უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ უნგრეთი ვეტოს დაადებს ბულგარეთის შესვლას შენგენის ზონაში, თუ ის არ გააუქმებს სატრანზიტო გადასახადს რუსულ გაზზე.

 

„ჩვენ ბულგარელებს ნათლად ავუხსენით, რომ თუ ისინი დიდხანს შეინარჩუნებენ ამას, თუ ისინი საფრთხეს უქმნიან უნგრეთის ენერგომომარაგების უსაფრთხოებას, მაშინ ჩვენ ვეტოს დავადებთ მათ შენგენის ზონაში შესვლას“,  - განაცხადა სიარტომ.

 

მან დასძინა, რომ უნგრეთი მოხსნის ვეტოს, როგორც კი სატრანზიტო გადასახადი გაუქმდება და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბულგარეთის ქმედებები საფრთხეს უქმნის სერბეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას.

 

როგორც ცნობილია, უნგრეთი 2021 წელს გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, ძირითადად, ბულგარეთისა და სერბეთის გავლით იღებს 4,5 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს რუსეთისგან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner