თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში ოპოზიციის მონაწილეობას მიესალმება, თუმცა, ქვეყანა მათი ჩართულობის გარეშეც განაგრძობს წინსვლას.
„მინდა, საქართველოს კიდევ ერთხელ მივულოცო კანდიდატის სტატუსის მინიჭება. განსაკუთრებით, ყველა იმ ადამიანს, ვისაც უხარია ჩვენი ქვეყნის წარმატება. ამისთვის ძალიან ბევრი შრომა დაგვჭირდა. რეფორმები განსახორციელებელია, არ ვიცი ოპოზიცია ამისთვის არის თუ არა მზად, რამდენად მიიღებენ პროცესში მონაწილეობას. ვნახეთ ოპოზიციის გარკვეული ნაწილი მხოლოდ ხელისშეშლით იყო დაკავებული და ცდილობდნენ ქვეყანას არ მიეღო სტატუსი თუმცა, ამისთვის ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა. აღნიშნულ პროცესში თუ ჩაერთვებიან, ამას მხოლოდ მივესალმებით, თუ არა, არც ეგ იქნება პრობლემა, დარჩებიან იქ, სადაც იმყოფებიან, ქვეყანა კი განაგრძობს წინსვლას“, - განაცხადა კახა კალაძემ.