„სახელმწიფო ინსტიტუტები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მეც სურვილი მექნებოდა, რომ მეხილა ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი გუშინ სცენაზე, თუმცა სამწუხაროდ, მან არჩევანი მანამდე გააკეთა“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
„მან გააკეთა ისეთი არჩევანი, რომელიც აბსოლუტურად ასცდა ამ ქვეყნის მთავარ მიზანს. არ ვიცი, რა მოტივებით გადაწყვიტა, რომ მაინცდამაინც ოპოზიციის რიგებში უნდა გადაბარგებულიყო, თუმცა, ვფიქრობ, რომ მას შეეძლო თავის დროზე გამოეყენებინა ეს თანამდებობა სულ სხვაგვარად და სხვანაირი როლი ეთამაშა თუნდაც დეპოლარიზაციის საკითხში. კონსტიტუციას უგულებელყოფ, მთავრობას ოპოზიციაში უდგები და მერე გინდა წარმოჩინდე, როგორც სახელმწიფოს მეთაური, ეს ძალიან რთულია. ვფიქრობ, რომ პრეზიდენტმა შეცდომები დაუშვა“, -აღნიშნა ბოჭორიშვილმა.