logo_geo
eng_logo
გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდმა“ დამაჯერებლად გაიმარჯვა
- +

16 დეკემბერი. 2023. 22:03

 

 

გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდმა“ ინგლისის ჩემპიონშიპის მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა და „პრესტონი“ სტუმრად 5:1 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი „უოტფორდის“ განაცხადში იყო და მოედანზე მხოლოდ 83-ე წუთზე გამოჩნდა.

 

სტუმრებმა თამაში დამაჯერებლად ვერ დაიწყეს – ანგარიში 27-ე წუთზე „პრესტონის“ ირალანდიელმა თავდამსხმელმა, ვილ კინმა გახსნა. მაგრამ ტაიმის ბოლოს „უოტფორდმა“ ვაკუნ ბაიოს ზუსტი დარტყმით წონასწორობა აღადგინა და პირველი ნახევარი 1:1 დასრულდა.

 

„უოტფორდმა“ მეორე ტაიმი შესანიშნავად ჩაატარა და დამაჯერებლად გაიმარჯვა. დასაწყისშივე მათეუს მარტინსმა სტუმრები დააწინაურა, 53-ე წუთზე ედო კაიემბეს გოლით მათი უპირატესობა ორ ბურთამდე გაიზარდა. 71-ე წუთზე ბაიომ დუბლი შეასრულა, ხოლო საბოლოო ანგარიში ისმაელ კონემ (77) დააფიქსირა – 5:1.

 

ინგლისის ჩემპიონშიპში გამართული 22-ე ტურის შემდეგ „უოტფორდმა“ 31 ქულა დააგროვა და მე-9 ადგილზე დაწინაურდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner