logo_geo
eng_logo
კახა კალაძე „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „სტრატეგია აღმაშენებელზე“: შეხედეთ მათ ლიდერებს, საინტერესო შოუებს აწყობენ გართობის თვალსაზრისით, რეიტინგზეც აისახება ეს ყველაფერი
- +

16 დეკემბერი. 2023. 22:15

 

 

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ რეიტინგი ძალიან დაეცა და ეს გასაკვირი არ უნდა იყოს.

 

„რატომ გიკვირთ, მათი რეიტინგი რომ ძალიან დავარდნილია. შეხედეთ მათ ლიდერებს, მათ პერფორმანსს და შესაბამისად, რეიტინგზეც აისახება ხომ ეს ყველაფერზე. უბრალოდ სასაცილოა, საინტერესო შოუებს აწყობენ გართობის თვალსაზრისით, „შაბათის შოუს“ სერიოზული კონკურენტები გამოუჩნდა და ვნახოთ, საინტერესო თეატრალურ წარმოდგენებს შემოგვთავაზებენ ალბათ სამომავლოდ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner