თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ რეიტინგი ძალიან დაეცა და ეს გასაკვირი არ უნდა იყოს.
„რატომ გიკვირთ, მათი რეიტინგი რომ ძალიან დავარდნილია. შეხედეთ მათ ლიდერებს, მათ პერფორმანსს და შესაბამისად, რეიტინგზეც აისახება ხომ ეს ყველაფერზე. უბრალოდ სასაცილოა, საინტერესო შოუებს აწყობენ გართობის თვალსაზრისით, „შაბათის შოუს“ სერიოზული კონკურენტები გამოუჩნდა და ვნახოთ, საინტერესო თეატრალურ წარმოდგენებს შემოგვთავაზებენ ალბათ სამომავლოდ“, – განაცხადა კახა კალაძემ.