“სამწუხაროდ, პოლიტიკურ ბრძოლებსა და ქარტეხილებში იკარგება რეალური საქმე, რაც კეთდება იმისათვის, რომ საქართველო ევროკავშირის ნაწილი გახდეს”, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
„2014 წლიდან ჩვენმა ქვეყანამ ძალიან ბევრი რამ გააკეთა და მათ შორის, რა თქმა უნდა, პარლამენტმა. პარლამენტში უზარმაზარი სამუშაო გაკეთდა საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების კუთხით. ეს აუცილებლად ითამაშებს როლს, როდესაც ჩვენ ევროკავშირში გაწევრიანების რეალურ პროცესში ვიქნებით. წინ ძალიან ბევრი ნაბიჯია გადასადგამი. მთავარია მიზანი, მიზანი კი არის ევროკავშირის წევრობა. იმედი მაქვს, უახლოეს წლებში დავინახავთ რეალურად გაფართოების პროცესს, რომელიც მუშაობს და ნამდვილია“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.