ავტორი ალა გრიგალაშვილი
შოკისმომგვრელს უწოდებს ისტორიკოსი მაია მინდიაშვილი მწერალ ზაზ ბურჭულაძის განცხადებას ილია მეორესთან დაკავშირებით. „შოკისმომგვერელი განცხადება მოვისმინე... არ ვიცი რას წარმოადგენს ეს ადამიანი, რომელიც უწმინედსს უწოდებს მტაცებელ ცხოველს. ზოგადად, ასეთი დახასიათება ნებისმიერი ადამიანისა, ჩემთვის არის მიუღებელი, განსაკუთრებით იმ ადამიანის, რომელიც ერის მამაა. ყველა ქრისტიანი ვლოცულობთ მისი დღეგრძელობისთვის, რომ დიდხანს ამყოფოს ღმერთმა ჩვენთან. მძიმე მოსასმენი იყო ბურჭულაძის განცხადება და სამწუხაროა, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი, თუ ერთეული პიროვნებები, ამ მოსაზრებით ცხოვრობენ. ძალიან გული მწყდება...", - განუცხადა „რეპორტიორს" ისტორიკოსმა.
„ქართველების გამკვირვებია, რომ ქალაქში სტიქიის დროს ზოოპარკიდან გამოსული მძიმე ცხოველები დავაძინეთ და დავხოცეთ, მაშინ როცა მთავარი მტაცებელი არის თავისუფალი. ვფიქრობ, სასწრაფოდ უნდა მოვათავსოთ პატრიარქი ვოლიერში, როგორც დიდი მტაცებელი. ამაზე დიდი მტაცებელი მე არ ვიცი", - განაცხადა მწერალმა ზაზა ბურჭულაძემ.