logo_geo
eng_logo
17 დეკემბერს მართლმადიდებლური ეკლესია ბარბარობას აღნიშნავს
- +

17 დეკემბერი. 2023. 00:20

 

 

17 დეკემბერს მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა დიდმოწამე ბარბარეს ხსენების დღეს აღნიშნავს.

 

დიდმოწამე ბარბარე, იმპერატორ მაქსიმიანეს (305-311) დროს ეწამა ქრისტესთვის. წმინდანი ქალაქ ილიოპოლში ცხოვრობდა. ის შეძლებული დიდგვაროვნის – დიოსკორეს ოჯახში დაიბადა. დიოსკორე ადრე დაქვრივდა და მეუღლისგან ერთადერთი შვილი, ბარბარე დარჩა.

 

ქრისტეს სჯულის აღიარებისთვის წმინდა ბარბარე მამამისის ხელით აღესრულა. მორწმუნე ქრისტიანებმა წმინდა ბარბარეს პატიოსანი ნეშტი პატივით დაკრძალეს. VI საუკუნეში ნეტარი დიდმოწამის წმინდა ნაწილები კონსტანტინოპოლში გადააბრძანეს, საიდანაც XII საუკუნეში კიევში იქნა გადასვენებული. ამჟამად, წმინდა ბარბარე კიევის ლავრაშია დაკრძალული.

 

წმინდა ბარბარეს განსაკუთრებით ევედრებიან ყრმათა კურნებისათვის, შვილიერებისათვის და მოულოდნელი, უზიარებელი სიკვდილისაგან დაცვისათვის.

 

ბარბარობის დღესასწაულთან დაკავშირებით მორწმუნეები ლობიანებს აცხობენ, თუმცა როგორც მართლმადიდებელი ეკლესია განმარტავს, ეს ხალხური ტრადიციაა და მას დღესასწაულთან კავშირი არ აქვს.

 

ასევე, ცრურწმენაა გავრცელებული ცნობა იმის შესახებ, რომ 17 დეკემბერს ბედობის დღეა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner