logo_geo
eng_logo
დღეს ბარბარობაა
- +

17 დეკემბერი. 2023. 09:42

 

 

17 დეკემბერს მართლმადიდებელი ეკლესია დიდმოწამე ქალწულის, ბარბარეს ხსენების დღეს აღნიშნავს. ყველა მოქმედ ტაძარში დღეს წირვა-ლოცვა აღევლინება.

 

მოწამე ბარბარე მე-3 საუკუნის მეორე ნახევარში ფინიკიის ქალაქ ილიოპოლისში დაიბადა. ერთადერთ შვილს მამა ზრდიდა, რომელიც კერპთაყვანისმცემელი იყო. მას შემდეგ, რაც ბარბარეს ჩუმად მონათვლის ამბავი შეიტყო, მამამ ის ქვეყნის მმართველ მარკიანესთან მიიყვანა. რამდენიმედღიანი წამების შემდეგ, წმინდა ბარბარეს თავი თავად მამამისმა მოჰკვეთა.

 

წმინდა ბარბარე ბავშვების განსაკუთრებულ მფარველად ითვლება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner