კოსოვოს დედაქალაქ პრიშტინაში გამართულ ევროპის ღია პირველობაზე ქართველი ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
ფინალურ დაპირისპირებაში ქართველმა ისრაელის წარმომადგენელი ტიმნა ნელსონ ლევი იპონით დაამარცხა, ნახევარფინალში კი მან მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონ ნორა ჯაკოვას სძლია.
ტურნირზე, რომელიც წელს პირველად ჩატარდა, ასპარეზობები ორ წონით კატეგორიაში გაიმართა.