logo_geo
eng_logo
„გაგრძელდება ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ ქმედითი ღონისძიებების განხორციელება“
- +

12 სექტემბერი. 2016. 15:33


NATO-სა და ევროკავშირის სტრატეგიული კომუნიკაციების დანაყოფებთან ეფექტიანი კომუნიკაციის განხორციელების მიზნით „ქართული ოცნება" მნიშვნელოვანი რეფორმების გატარებას გეგმავს. ამ რეფორმებს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" საარჩევნო პროგრამაში წარმოადგენს.



„ეფექტიანი სტრატეგიული კომუნიკაციის განხორციელების მიზნით:

 

- გაგრძელდება ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ ქმედითი ღონისძიებების განხორციელება ინფორმაციის, სტრატეგიული კომუნიკაციისა და არა კონტრპროპაგანდის ან სხვა არადემოკრატიული საშუალებების გამოყენებით;

 

- გაგრძელდება აქტიური საინფორმაციო კამპანია, რომლის მიზანია საქართველოს მოსახლეობის ზუსტი, ამომწურავი და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება ევროკავშირისა და NATO-ს, ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების, ასევე ქვეყნის მიერ განსახორციელებელი რეფორმების თაობაზე;

 

- გაგრძელდება თანამშრომლობა სამოქალაქო სექტორთან მათი პროექტების მხარდაჭერრისა და ერთობლივი ძალისხმევის კოორდინირების მიმართულებით;

 

- შემუშავდება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ინფორმაციისა და კომუნიკაციის სტრატეგია", - ნათქვამია „ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამაში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner