logo_geo
eng_logo
პრემიერი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ უდიდესი ქართველი კინორეჟისორის, ოთარ იოსელიანის გარდაცვალების გამო
- +

17 დეკემბერი. 2023. 16:58

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართველი კინორეჟისორის, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწისა და სახალხო არტისტის - ოთარ იოსელიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

 

მთავრობის მეთაური  თანაგრძნობას უცხადებს ყველას-ოთარ იოსელიანის ოჯახს, მაყურებელს, მეგობრებსა  და კოლეგებს.

 

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ უდიდესი ქართველი კინორეჟისორის, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწისა და სახალხო არტისტის - ოთარ იოსელიანის გარდაცვალების გამო.

 

ოთარ იოსელიანს ჰქონდა საკუთარი სტილი, რომელიც მხოლოდ დიდ რეჟისორებს ახასიათებთ. მისმა ფილმებმა ჩვენს ქვეყანას არაერთი საერთაშორისო აღიარება მოუტანა.

 

თანავუგრძნობ ყველას, ოჯახს, მაყურებელს, მეგობრებსა  და კოლეგებს“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner