სერბეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ქვეყნის მოქალაქეები პარლამენტის დეპუტატებს, რეგიონულ კანომდებლებსა და ასევე დედაქალაქის მერს ირჩევენ.
გამოკითხვებში ლიდერობს კოალიცია პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩის „სერბეთის პროგრესული პარტიის“ თაოსნობით, მისი მთავარი კონკურენტია ალიანსი „სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ“.
ალიანსი მაისში შეიქმნა, მას შემდეგ რაც სერბეთში მასობრივი სროლის 2 შემთხვევა მოხდა. ინციდენტებს 19 ადამიანი ემსხვერპლა, რის შემდეგაც პრეზიდენტ ვუჩიჩის წინააღმდეგ რამდენიმე დემონსტრაცია გაიმართა. ოპოზიციის ლიდერები ამტკიცებდნენ, რომ სროლები მმართველის პარტიისა და მისი მხარდამჭერების მიერ მედიაში ფიზიკური ძალადობის წახალისება გახდა.