logo_geo
eng_logo
მარიამ ბოლქვაძე შარმ ელ-შეიხის ტურნირის გამარჯვებულია
- +

17 დეკემბერი. 2023. 18:15

 

 

ეგვიპტის ქალაქ შარმ ელ-შეიხში ITF-ის ეგიდით გამართული 25-ათასიანი ტურნირის გამარჯვებული მარიამ ბოლქვაძე გახდა.

 

ქართველმა ჩოგბურთელმა ფინალში რუსი მეტოქე ელენა პრიდანკინა ორ სეტში, 6:2, 6:1 დაამარცხა. მარიამმა ნახევარფინალშიც მარტივად სძლია რუსეთის სახელით გამომსვლელ ჩოგბურთელს, ალექსანდრა შუბლაძეს.

 

ბოლქვაძემ ეგვიპტეში ჩატარებული შეჯიბრება სეტის წაუგებლად მოიგო. ქართველი ჩოგბურთელისთვის ეს კარიერაში ITF-ის მე-19 ტიტულია, ერთეულთა თანრიგში კი მან ჩემპიონობა მეშვიდედ იზეიმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner