„ქართული ოცნება“ ქართველი კინორეჟისორის, საქართველოს სახალხო არტისტის, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, ოთარ იოსელიანის გარდაცვალებას ეხმიანება:
„უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამთ ქართველი კინორეჟისორის, საქართველოს სახალხო არტისტის, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, ოთარ იოსელიანის გარდაცვალების გამო.
ოთარ იოსელიანის ინდივიდუალიზმითა და უნიკალურობით გაჯერებულმა ნამუშევრებმა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საერთაშორისო მასშტაბითაც მრავალი აღიარება მოიპოვა.
თანაგრძნობას ვუცხადებთ ოთარ იოსელიანის ოჯახს, მეგობრებს და ახლობლებს, ყველას, ვისთვისაც ძვირფასია ქართული კინო და ოთარ იოსელიანის უკვდავი ნამუშევრები“.