ყველაზე პოპულარული ფეხბურთელი Football Manager 2024-დან ერთ ნაბიჯშია „მანჩესტერ სიტიში“ გადასვლასთან.
ოქტომბერში სიმულატორის შემქმნელებმა ფანებს გაუმხილეს, რომელი ფეხბურთელებით აძლიერებენ ყველაზე ხშირად თავიანთ კლუბებს.
აღმოჩნდა, რომ ეს მოთამაშეა „ბოკა ხუნიორსის“ მცველი ვალენტინ ბარკო, რომელიც პირველ ადგილზე აღმოჩნდა თამაშის რელიზიდან უკვე მეორე კვირას.
Football Transfers-ის მონაცემებით, 19 წლის არგენტინელი, დიდი ალბათობით, იანვარში მოაწერს ხელს „მანჩესტერ სიტისთან“ კონტრაქტს.
ახალგაზრდა ფეხბურთელს ბევრი ევროპული კლუბი აკვირდება, რამაც აიძულა „სიტი“ დაეჩქარებინა მოლაპარაკებები. ბარკოს წარმომადგენლები უახლოეს დღეებში ჩაფრინდებიან მანჩესტერში, სადაც კონტრაქტის მორიგი განხილვა გაიმართება.
„ბოკა ხუნიორსთან“ კონტრაქტში ფეხბურთელის გამოსასყიდ თანხად 10 მილიონი ევრო წერია.