logo_geo
eng_logo
CNN წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ კატარში მოსადის დირექტორისა და კატარის პრემიერის შეხვედრა შედგა
- +

17 დეკემბერი. 2023. 19:56

 

 

კატარში მოსადის დირექტორი დევიდ ბარნეა და კატარის პრემიერი-მინისტრი მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ბინ ჯასიმ ალ-ტანი ერთმანეთს შეხვდნენ. ამის შესახებ CNN-ს ინფორმირებულმა წყარომ აცნობა.

 

წყაროს თქმით, ბარნეასა და კატარის პრემიერის განხილვის სავარაუდო თემა მძევლების საკითხს უკავშირდება.

 

შეხვედრა მას შემდეგ გაიმართა, რაც ბარნეას ვიზიტი დოჰაში გაუქმდა.

 

დამატებითი დეტალები შეხვედრის შესახებ არ გასაჯაროებულა.

 

როგორც ცნობილია, კატარი და ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ მუშაობენ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მოლაპარაკების განახლებაზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner