logo_geo
eng_logo
ბენიამინ ნეთანიაჰუ: მიუხედავად საერთაშორისო ზეწოლისა, ომი გამარჯვებამდე უნდა გაგრძელდეს
- +

17 დეკემბერი. 2023. 20:01

 

 

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი ომშია იმისთვის, რომ იარსებოს. ამის შესახებ „სიენენი“ წერს.

 

„მიუხედავად საერთაშორისო ზეწოლისა და იმ აუტანელი ფასისა, რომელსაც ომი ჩვენგან მოითხოვს, ჩვენი დაღუპული ქალიშვილებისა და ვაჟების სახით, ომი უნდა გაგრძელდეს გამარჯვებამდე“, – აცხადებს ნეთანიაჰუ.

 

ამასთან, ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელის სამხედროების მიერ ღაზაში ძალის გამოყენება აუცილებელი იყო მძევლების დასაბრუნებლად.

 

ინფორმაციისთვის, 7 ოქტომბერს ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასი“ ისრაელს თავს მოულოდნელად დაესხა, რა დროსაც 1400 ადამიანი მოკლა, ხოლო 200-ზე მეტი მძევლად გაიტაცა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner