logo_geo
eng_logo
პუტინმა ბაიდენის განცხადებას იმის თაობაზე, რომ რუსეთს შეუძლია NATO-ზე თავდასხმა, „სრული სისულელე“ უწოდა
- +

17 დეკემბერი. 2023. 20:32

 

 

 რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავისი ამერიკელი კოლეგის ჯო ბაიდენის განცხადებას იმის თაობაზე, რომ რუსეთს შეუძლია NATO-ზე თავდასხმა, „სრული სისულელე“ უწოდა. 

 

„ეს სრული სისულელეა. მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტ ბაიდენს ეს ესმის. ის მხოლოდ მოლაპარაკე ფიგურაა, რათა გაამართლოს თავისი მცდარი პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით“, - აცხადებს პუტინი.

 

ამასთან, კრემლის ლიდერი ამბობს, რომ ვაშინგტონის ეს პოზიცია მცდარია, რადგან ნაკლებად სავარაუდოა, რომ გლობალური განვითარების პერსპექტივის გათვალისწინებით, რუსეთისთვის სტრატეგიული მარცხის მიყენება, შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებში შედიოდეს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner