რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, დასავლეთის ქვეყნებს რუსეთის ფედერაციასთან საერთოდ ენის გამონახვა და მისი გათვალისწინება მოუწევთ.
„აშშ არის NATO-ს ბატონ-პატრონი, ეს არის მათი უკანა ეზო, მთელი NATO, მთელი ორგანიზაცია”, - აღნიშნა პუტინმა.
პუტინის თქმით, რუსეთის ხელისუფლებას არ აქვს ალიანსის ქვეყნებთან არანაირი პრობლემა არ აქვს და ისინი ხელოვნურად ქმნიან პრობლემებს, რადგან არ სურთ, რუსეთის სახით კონკურენტი ჰყავდეთ.
პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთი დაინტერესებულია ამ ქვეყნებთან ურთიერთობების განვითარებით.