logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: დღეს დადასტურებით ვიცით, რომ არიან დონორი ორგანიზაციები, რომლებიც მალავენ საკუთარ დაფინანსებას საქართველოში
- +

17 დეკემბერი. 2023. 21:38

 

 

უკვე ცნობილია, რომ ევროპული საკანონმდებლო პაკეტი არ ითვალისწინებს ისეთ სისხლისსამართლებრივ სანქციებს, როგორიც ეს ამერიკულ კანონში გხვდება, რითაც ის მსგავსია საქართველოში გაზაფხულზე “ხალხის ძალის” მიერ ინიცირებული კანონპროექტისა, რომელსაც უცხოეთიდან დაფინანსებით გამდიდრებულმა ქართულმა „ენჯეოებმა“ და რადიკალურმა ოპოზიციამ მათ მიერ კონტროლირებადი მედიის დახმარებით „რუსულის“ იარლიყი მიაკერეს.

 

ამ თემაზე „იმედის კვირა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს ესაუბრა.

 

„ამ პროექტის იდეა წამოვიდა ამერიკული „ფარადან“. გვახსოვს დისკუსიები, სულ რამდენიმე თვის წინ წამოიწყო ეს დისკუსია ევროკავშირში. ვნახეთ, რომ სიტყვა-სიტყვით [გადმოთარგმნილ] ამერიკულ კანონს დაარქვეს რუსული კანონი და დააჯერეს გარკვეული ჯგუფი. ვნახეთ, რომ ამ პროექტის მიღება იყო თითქოს სიკვდილ-სიცოცხლის საქმე საქართველოსთვის. ფატალიზმამდე მიიყვანეს ეს ყველაფერი.

 

ევროკავშირის დირექტივის ამ პროექტში არსად არის ნახსენები რუსეთი, როგორც ერთადერთი სამიზნე ამ რეგულაციის. თავისთავად, იგულისხმება ნებისმიერი მესამე ქვეყანა, ევროკავშირის მიღმა ქვეყანა, რომელიც საკუთარ ფულს დებს საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბების პროცესში.

 

მარტიდან მოყოლებული რამდენიმე თვე გავიდა. დღეს ვიცით დადასტურებით, რომ არიან დონორი ორგანიზაციები, რომლებიც მალავენ საკუთარ დაფინანსებას საქართველოში, ფარავენ ამას. მათ შორის უკვე აშკარაა, რომ ისინი აფინანსებენ პოლიტიკურ პარტიებსაც ყალბი „ენჯეოების“ სქემების გამოყენებით“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

 

მან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სხვადასხვა უცხოურ მედიასაშუალებაში გამოქვეყნებული სტატიებიც გაიხსენა, რომლებიც ლობისტური კომპანიების მიერ იყო შეკვეთილი.

 

„შტურმი იყო და ყალბი ნარატივები ყალიბდებოდა საქართველოს წინააღმდეგ, უპირველეს ყოვლისა. ეს არ ეხება მხოლოდ ერთ სამინისტროს, სასჯელაღსრულების ერთ დაწესებულებასა და ხელისუფლებას. მთლიანად საქართველოს წინააღმდეგ მიმართული დისკრედიტაციის კამპანიის ნაწილი იყო, თითქოს ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც პატიმრებს აწამებენ“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner