logo_geo
eng_logo
ილია დარჩიაშვილი: კანდიდატის სტატუსის მიღებით მოგვეცა პოლიტიკური პირობა, რომ საქართველო აუცილებლად იქნება ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი
- +

17 დეკემბერი. 2023. 21:30

 

 

ევროსაბჭოს ისტორიული გადაწყვეტილება არის უპრეცედენტო ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, რადგანაც ამ გადაწყვეტილებით საქართველომ გაიმყარა თავისი ადგილი ევროპულ ოჯახში, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა „იმედის კვირასთან“ კანდიდატის სტატუსის მიღებაზე საუბრისას განაცხადა.

 

„ამ გადაწყვეტილებით შეიქმნა სამართლებრივი საფუძველი და მოგვეცა პოლიტიკური პირობა, რომ საქართველო აუცილებლად იქნება ევროპული ოჯახის, ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. შესაბამისად, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის. წლების განმავლობაში ვცდილობთ საქართველო მიუახლოვდეს ევროკავშირს. ამ გადაწყვეტილებით გაფორმდა ჩვენი გარანტირებული წევრობა ევროპულ ოჯახში. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მაყურებელს მივულოცო ეს ისტორიული გადაწყვეტილება, რადგანაც ჩვენს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებში საქართველოს ევროინტეგრაციას ყოველთვის ჰქონდა განსაკუთრებული მნიშვნელობა.

 

ჩვენი ხელისუფლება ძალას არ იშურებდა ამ მიზნის მისაღწევად. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ძალიან ხშირად საუბრობს ხოლმე იმ ხელშესახებ შედეგებზე, რომლებიც ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში საქართველომ მიიღო. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ეს არის ძალიან დიდი და ღირებული ნაბიჯი, რომელიც გადავდგით და რომლითაც შევედით საბოლოო ფაზაში, რომლის გავლის მერეც გავხდებით ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner