logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: რადიკალური პოლიტიკური ჯგუფები, მათ მედიასაშუალებებთან ერთად ცდილობდნენ, შეეფერხებინათ ფონდ „ქართუს“ საქველმოქმედო პროექტის - დენდროლოგიური პარკის განვითარება
- +

17 დეკემბერი. 2023. 21:44

მათ ყველანაირად სცადეს, რომ შეეფერხებინათ ამ საქველმოქმედო პროექტის გაგრძელება. აქედან ჩანს, რამდენად მავნებლები არიან, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირას“ ფონდ „ქართუს“ დენდროლოგიური პარკის პროექტზე საუბრისას განუცხადა.

 

მისი თქმით, რადიკალური პოლიტიკური ჯგუფები, მათ მედიასაშუალებებთან ერთად ცდილობდნენ, ხეების საქართველოში ტრანსპორტირება შეეფერხებინათ.

 

„ისინი ერთგვარ პოლიტიკურ-ლობისტურ საქმიანობას აწარმოებდნენ ამ პროექტის წინააღმდეგ. მათ შორის, კენიის ხელისუფლებასთან ჰქონდათ კომუნიკაცია ამ თემასთან დაკავშირებით და ამის გამო, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ხეების ტრანსპორტირება საქართველოში შეფერხდა. ანუ, მათ ყველანაირად სცადეს, რომ შეეფერხებინათ ამ საქველმოქმედო პროექტის გაგრძელება. აქედან ჩანს, რამდენად მავნებლები არიან ისინი“, - აღნიშნა კობახიძემ.

 

მისივე თქმით, კეზერაშვილს არაფერი გაუკეთებია საკუთარი ქვეყნის ძარცვის გარდა.

 

„ძალიან გამაღიზიანებელია, პირდაპირ შეიძლება ითქვას. კეზერაშვილი არის ადამიანი, რომელიც არათუ ქველმოქმედებას არ ეწეოდა საკუთარი ქვეყნის სასარგებლოდ, პირიქით, ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ მაქსიმალურად გაეძარცვა საკუთარი ქვეყანა, სახელმწიფო, თანამოქალაქეები. ბიზნესის რეკეტი, ჯარის ძარცვა, ახლა უკვე ევროპელი პენსიონერების ძარცვა არის ის, რაც არის კეზერაშვილის წარსული და აწმყო.

 

ამას მე ვუწოდე „ნაცური თავხედობა" და კანონის მთელი სიმკაცრით უნდა გაეცეს მას პასუხი, რა თქმა უნდა, კონსტიტუციის, ადამიანის უფლებების სტანდარტების ფარგლებში, მაგრამ კანონის მთელი სიმკაცრით. უბრალოდ, არ შეიძლება ასე მარტივად იმის მოთმენა, რომ ყაჩაღი კეზერაშვილი აკეთებს ნეგატიურ სიუჟეტს ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო პროექტებთან დაკავშირებით, ეს არის უბრალოდ, „ნაცური თავხედობა“, - განაცხადა კობახიძემ.

 

დენდროლოგიური პარკი, ისე როგორც ფონდ „ქართუს“ ყველა საქველმოქმედო პროექტი, წლებია რადიკალური პოლიტიკური ჯგუფების და მათი მედიასაშუალებების სამიზნეა. მათ ფეიკნიუსების ახალი ტალღის მიზეზად დენდროპარკისთვის კენიიდან ბაობაბების ტრანსპორტირება გამოიყენეს. ოპოზიციურმა მედიებმა ამ თემით სკანდალის შექმნა ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, კენიიდან ფოთამდე 8 ბაობაბის ჩამოტანის შემდეგ სცადეს. ისინი ამტკიცებდნენ, თითქოს ბიძინა ივანიშვილმა ხეები კანონდარღვევით შეისყიდა, რამაც კენიის მოსახლეობაც კი აღაშფოთა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner