logo_geo
eng_logo
ლევან დავითაშვილი: უკვე მიმდინარე წლის ნოემბერში ინფლაცია ქვეყანაში გამოწვევას აღარ წარმოადგენს. ის 0,1%-ს შეადგენს
- +

17 დეკემბერი. 2023. 22:00

 

 

“მიმდინარე წელს ჩვენი ეკონომიკური ზრდა პირველი 10 თვის მონაცემებით არის 6,9%. განსაკუთრებული მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე ეს ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი იყო”, - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა „იმედის კვირასთან“ მთავრობის წლიური მუშაობის შეჯამებისას განაცხადა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ინფლაციის დონეზეც ისაუბრა.

 

„ყველას გვახსოვს, რომ 2022 წელს დიდი გამოწვევა ჰქონდა ქვეყანას ინფლაციის კუთხით. ფასები იყო არასტაბილური და ძალიან მერყევი. ამ კუთხით ქვეყანამ სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, მკაცრი ფისკალური პოლიტიკის შედეგად და მონეტარული პოლიტიკის შედეგად მოახერხა ინფლაციის კონტროლი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე მიმდინარე წლის ნოემბერში ინფლაცია ქვეყანაში გამოწვევას აღარ წარმოადგენს - ის 0,1%-ს შეადგენს. განსაკუთრებით მოიხსნა წნეხი სასურსათო პროდუქტებზე, რაც მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია“, - განაცხადა მინისტრმა.

 

მან ასევე იმ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა 2023 წელს დააანონსა.

 

„არ შეიძლება არ აღინიშნოს ის სტრატეგიული ფლაგმანი პროექტები, რომლებიც სამინისტრომ დაიწყო პრემიერ-მინისტრის ინიციატივით 2023 წელს. ეს არის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული გაუმჯობესება ქვეყანაში, რომელიც უკავშირდება თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობას და ასევე ანაკლიის პორტის განვითარებას. პროექტის ფარგლებში, რომელიც შეჩერებული იყო 2023 წლის თებერვლიდან დაიწყო შერჩევის პროცესი კერძო და საჯარო თანამშრომლობის კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოში. პირველი ეტაპი ანაკლიაში კერძო პარტნიორის შერჩევის წარმატებით დასრულდა მიმდინარე წლის ზაფხულში. ჩვენ ვიმუშავეთ უცხოელ საკონსულტაციო კომპანიებთან ერთად. წამყვანი საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიები არიან ჩართულნი პროცესში, რომ მომზადებულიყო უკვე კონკრეტული წინადადებების მიღების ეტაპი და უწყებათაშორისმა სახელმწიფო კომისიამ უკვე დაამტკიცა წინადადებების მიღების პირობები, რომლებიც ფინალურ ეტაპზე გადასულ ორ კონსორციუმის გაეგზავნა.

 

ასევე, ჩვენ დიდი სამუშაო გავწიეთ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების კუთხით. მნიშვნელოვანი კვლევები დაიგეგმა 2023 წელს და ნაწილი უკვე დასრულებულია. ეს საშუალებას მოგვცემს, რომ 2024 წლის პირველ რამდენიმე თვეში მოხდეს ძირითადი საპროექტო კომპანიების შერჩევა, რომლებიც ახალი აეროპორტის მშენებლობაში დაგვეხმარებიან“, - განაცხადა დავითაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner