logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: ნათელაშვილზე უამრავი კომპრომატი აქვთ, ბურჭულაძე კი ჩახუტებულია სააკაშვილთან!
- +

12 სექტემბერი. 2016. 15:59



ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ქუთაისში, მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი ყოველთვის ცდილობდა საზოგადოების მოტყუებას.


 

თუ გახსოვთ, გამყრელიძემ პოლიტიკა მხოლოდ იმ ნიშნით დატოვა, ლამის მთელმა საზოგადოებამ გაიგო, რომ ახალი მემარჯვენეები" იყ ფსევდოოპოზიციური პარტია და ნაციონალური მოძრაობის" შემადგენელი ნაწილი. დღეს ასეთი ერთადერთი დარჩა ლეიბორისტული პარტია, დანარჩენებიც - ქდმ" ჩაიშალა, ნათელაშვილს არსად ჰქონდა წასასვლელი, იმიტომ, რომ მაგაზე უამრავი კომპრომატი აქვთ და დღესაც ამუშავებენ ნაცები". კაციტაძე იყო ჩვეულებრივად „ნაციონალური მოძრაობის" წევრი. ასეთი ჩახლართული სიტუაციები და ასეთი ხელწერა გახლავთ სააკაშვილის. ის ყოველთვის ცდილობდა საზოგადოების მოტყუებას. მადლობა ღმერთს, რომ ეს კარგად გაირკვა. გაიხსენეთ ბურჭულაძის პირველივე განცხადებები, რომ მოვიდა. ნახეთ, სააკაშვილთან უკრაინაში რამდენჯერ ჩასულა, იქ დადის ძირითადად ეს კაცი. ფოტოები გამოქვეყნდა, ჩახუტებული სააკაშვილთან. მე სამი წელია, ეს კაცი არ მინახავს. ნაწყენი ვიყავი იმიტომ, რომ თავის დროზე, როცა ვთხოვე, გვერდით დაგვიდექი - მეთქი, უამრავი ფული მოითხოვა და შეურაცხყოფილი იყო, უარი ვუთხარი. ამის შემდეგ 3 წლის განმავლობაში 60 წლისთავი სამჯერ გადაიხადა და არც ერთხელ არ მივსულვარ. დავით ბაქრაძეზე ყველაზე მეტი მცდელობები მქონდადატოვე ნაცმოძრაობა" და წამოდი-თქო. მეგონა, უფრო მოწესრიგებული კაცი იყო. სტრასბურგში შევხვდი და მთელი საათი ვაწვებოდი, არა გრცხვენია, რას ამბობ, ადექი, წამოდი-თქო", - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner