„კიდევ ერთი მსოფლიო მასშტაბის ხელოვანი დაკარგა საქართველომ - ცნობილი ქართველი რეჟისორის, საქართველოს სახალხო არტისტის, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, ოთარ იოსელიანის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ მსოფლიო კინემატოგრაფიის“, - ნათქვამია თბილისის მერის კახა კალაძის სამძიმრის წერილში, რომელსაც იგი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
„გიორგობისთვე“, „იყო შაშვი მგალობელი“, „პასტორალი“, „მთვარის ფავორიტები“, „პეპლებზე ნადირობა“ და სხვა - ესაა ოთარ იოსელიანის მკვეთრი ინდივიდუალური ხელწერით გადმოცემული კინო ამბები ადამიანებზე, მათ ღირებულებებზე, კონფორმიზმის საფრთხეებზე.
ოთარ იოსელიანმა ხანგრძლივი მოღვაწეობის გზაზე დაგვიტოვა საკუთარი სათქმელი, მდიდარი შემოქმედების სახით.
სამძიმარს ვუცხადებ მთელ საქართველოს!“, - წერს კახა კალაძე.
89 წლის ასაკში ქართველი კინორეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ოთარ იოსელიანი გარდაიცვალა.