logo_geo
eng_logo
ირაკლი ქარსელაძე რიკოთის გზაზე: ყველაზე სამწუხარო ამ კამპანიის პერიოდში იყო ის, რომ ჩვენი მოსახლეობის დაშინების ხარჯზე ცდილობდნენ ცრუ შიშების შექმნას
- +

17 დეკემბერი. 2023. 22:44

 

 

მთავრობის ერთწლიანი მუშაობა „იმედის კვირასთან“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემაც შეაფასა.

 

2023 წელს აშენებული და ავტოტრანსპორტისთვის გახსნილი 37 კილომეტრი მაგისტრალური გზა, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში ინფრასტრუქტურის სამინისტროს ანგარიშზეა. მაგალითად 35 კილომეტრიანი 4 ზოლიანი ჩქაროსნული მაგისტრალი თბილისიდან საგარეჯოს მიმართულებით, დარჩენილი 31 კილომეტრი გაიხსნება 2024-ში. ბათუმის შემოვლითი გზის 80%-ზე მეტი უკვე დასრულებულია. ისევე, როგორც ისტორიული ქვეშეთი-კობის პროექტი, 9 კმ გვირაბის 8 კმ და 200 მეტრი უკვე გაჭრილია. მიმდინარეობს გვირაბამდე მისასვლელი გზისა და ხიდების მშენებლობა. საუკუნის პროექტი-რიკოთის მაგისტრალური გზა კი, სკეპტიციზმისა და მუდმივი დეზინფორმაციის მიუხედავად, უკვე თითოეული მოქალაქის კომფორტია, უკვე გახსნილი 27 კილომეტრიანი მონაკვეთით, რომელიც გარდა იმისა, რომ შთამბეჭდავია, 25 წუთით გვიმცირებს გადაადგილების დროს.

 

„ყველაზე სამწუხარო ამ კამპანიის პერიოდში იყო ის, რომ რეალურად ჩვენი მოსახლეობის დაშინების ხარჯზე ცდილობდნენ ცრუ შიშების შექმნას და გახსნილმა 27-მა კილომეტრმა უბრალოდ წარმოაჩინა უკვე შედეგის სახით ის, რასაც მანამდე ჩვენ ვამბობდით. აბსოლუტურად ყველა ეს ელემენტი უკვე ხილულია თითოეული იმ ადამიანისთვის, რომელსაც გაუვლია ამ გზაზე. ყველა ის ფერდი არის დამუშავებული შესაბამისი საინჟინრო გადაწყვეტის მიხედვით, სადაც უმაღლესი დონის საერთაშორისო და ადგილობრივი სპეციალისტი იყო ჩართული - როგორც ინჟინრები, ასევე გეოლოგები და მრავალი სხვა“, - განაცხადა მინისტრმა.

 

2023 წელს სამინისტრომ წყალმომარაგება 150 ათასზე მეტ ადამიანს გაუუმჯობესა, მათგან 60 ათასზე მეტს, არასდროს ჰქონია წვდომა ცენტრალიზებულ წყალმომარაგებაზე. 225 საბავშვო ბაღის მშენებლობაც მიმდინარეობს, 50 სკოლის მშენებლობიდან 19 დასრულდა. მზად არის „უეფას“ კატეგორიის 11 სტადიონი. სამინისტრო რეგიონული პოლიტიკის დაგეგმვა-განხორციელების ფარგლებში ევროკავშირში მოქმედ „ჭკვიანი სპეციალიზაციის“ პლატფორმას ნერგავს და აგრძელებს 2021 წელს დაწყებულ განახლებული რეგიონების პროგრამასაც. პროექტებისთვის უკვე ინვესტირებულია 550 მლნ ლარი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner